კიეზამ იუვენტუსში გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა მზად არის, იუვენტუსში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასი შეიმციროს.
იტალიელი ლივერპულში სეზონში 6 მილიონს იღებს და ტურინულ გრანდში დაბრუნების შემთხვევაში მისი გასამრჯელო დაახლოებით 4-4.5 მილიონამდე შემცირდება.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის. ლივერპული მის სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვს და ჯერჯერობით კიეზას იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
