კიეზა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა შესაძლოა იანვარში სერია ა-ს დაუბრუნდეს.
ფედერიკომ იუვენტუსი გასულ ზაფხულს დატოვა და ლივერპულში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა იტალიელს ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციის გავლა უჭირს და მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთო ჯამში სულ 78 წუთი გაატარა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ლივერპულის ხელმძღვანელობა იანვარში კიეზას სერია ა-ში იჯარით დაბრუნებას განიხილავს…