TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა-რასპადორის ბარტერი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რეალური გახდეს

SportItalia-ს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზასა და ჯაკომო რასპადორის ბარტერი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რეალური გახდეს.

კიეზა იუვენტუსის გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას ჩქარობს, რადგან ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ჯერჯერობით ბიანკონერის არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

კიეზას ნაპოლიში ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს, ჯაკომო რასპადორი კი, ვისაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და როტაციისთვის ტიაგო მოტას გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, პარტენოპეის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბარტერით ორივე გუნდი იხეირებს.

პრობლემა კიეზას პოზიციაა, მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და სულ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ფეხბურთელი ტურინში დარჩეს და გუნდი მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.