TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეში დარჩენის შემთხვევაში, კიეზა მოტას გუნდის წევრი იქნება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტა ფედერიკო კიეზას გუნდიდან მოკვეთას არ აპირებს და თუ ის იუვენტუსში დარჩა, ფედერიკო მომდევნო სეზონში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯარაზე რჩება და იუვენტუსი მის გაყიდვაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა თუ ფედერიკოს სანაცვლოდ გუნდმა ოფიციალური წინადადება ვერ მიიღო, მოტა მის გუნდში ინტეგრირებას გეგმავს.

კიეზამ გუნდთან ერთად ვარჯიში დღეს განაახლა, მას ბრაზილიიდან დუგლას ლუისი, ბრემერი და დანილო, ხოლო თურქეთიდან კენან ილდისი შეუერთდა.