კიეზა იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
იტალიურ მედიაში ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დაბრუნების თაობაზე საუბრები გრძელდება.
La Stampa-ს ინფორმაციით, კიეზა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იანვარში კიეზას 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. იტალიელი სქაუზერების გეგმებში არ შედის, ამიტომ ინგლისელები მისი გაშვების წინააღმდეგები არ არიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
