TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზა-ფრატეზის ბარტერი არ განიხილება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომ იუვენტუსი და ინტერი კიეზა-ფრატეზის ბარტერზე მუშაობენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

წყაროს ცნობით, ინტერს ფრატეზის იუვენტუსში გაშვება არ სურს და იტალიელი ნახევარმცველის მიმართ ტურინში არანაირი ინტერესი არ არსებობს.

იუვენტუსი კიეზას მსურველის ძიებას აგრძელებს და მის 15-20 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს, რაც გუნდს კაპიტალის დაკარგვას თავიდან აარიდებს.