TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზა:“ ჩემი პრიორიტეტი იუვეში დარჩენა იყო, დანილოს გუნდიდან გაშვებამ გამაკვირვა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„ჩემი იუვენტუსიდან წასვლა ? ჩემი პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენა იყო, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რადგან მოტამ პირდაპირ მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი.

„ვიცოდით, რომ მე, შესნი და რაბიო გუნდის პროექტის ნაწილები აღარ ვიყავით, მაგრამ ფაჯოლისა და დანილოს გაშვებამ ძალიან გამაკვირვა.

„დანილო გასახდელში ლიდერი და მისაბაძი მაგალითი იყო, ის ნამდვილი იუვენტინოა და ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.“

51 views
error: დაცული კონტენტი !