კიეზა არც ერთი ინგლისური გუნდის პრიორიტეტი არ არის…
სეზონის სტარტი სულ უფრო ახლოვდება, ფედერიკო კიეზას მომავალი კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
იტალიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას აქტიურად ცდილობს, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და იუვენტუსს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს.
გასულ დღეებში კიეზა არაერთ ინგლისურ გუნდს, მათ შორის არსენალსა და ჩელსის დაუკავშირეს, მაგრამ SportItalia-ს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი არც პრემიერ ლიგის არც ერთი გუნდის პრიორიტეტული სამიზნე არ არის, ამიტომ ბიანკონერის ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიუღია…