კიელინი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, ატმოსფერომ ჩვენზე გავლენა ვერ უნდა იქონიონ“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ინციდენტი სტადიონთან ? (ნაპოლის ქომაგებმა იუვენტუსის ავტობუსს ქვები დაუშინეს, ავტ.) ჩვენ უარესი მომენტებიც გვახსოვს, ამიტომ საწუწუნო არაფერი გვაქვს, ყველაფერი კარგად არის.
„წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ჩვენ ახლა სრული კონცენტრაცია მოედანზე უნდა გავაკეთოთ და სტადიონზე შექმნილი მძიმე ატმოსფეროსთვის მზად უნდა ვიყოთ.
„კოპმეიენრსი მცველის პოზიციაზე ? ტეუნი შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი ინტელექტი კოპმეინერსს არაერთ პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობას აძლევს, მან დაცვაში თავი კარგად წარმოაჩინა, იტალიის თასის თამაშზე კი ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თავისი ტემპით, თავდაჯერებულობითა და სიზუსტით. ის გუნდის ლიდერად ყალიბდება, მოედანზე თანაგუნდელებთან კომუნიკაცია აქვს და მათ სწორ მითითებებს აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი ფორმაცია და ვინ ითამაშებს ფორვარდის პოზიციაზე ? ამას მოედანზე იხილავთ, საბოლოო ჯამში შემტევები შეტევაზე არიან კონცენტრირებულები, კონკრეტულ დავალებებს კი მათ მწვრთნელი აძლევს. ნაპოლი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა სწორედ ამ ასპექტის გათვალისწინებით აირჩია.
„დევიდი და ოპენდა ? ვლაჰოვიჩის ტრავმა დიდი დარტყმაა, მაგრამ ამავდროულად ეს სხვა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოჩენის შესაძლებლობაა. დევიდი და ოპენდა გუნდის სრული მხარდაჭერით სარგებლობენ და გვჯერა, რომ ისინი თავს შესანიშნავად წარმოაჩენენ, დუშანს კი უმოკლეს დროში დაბრუნებას ვუსურვებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
