TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ ვლაჰოვიჩი სასტარტოში ? მან ეს დაიმსახურა“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მოგონებები იტალიური დერბის თაობაზე ? საბედნიეროდ, მე ძალიან ბევრი კარგი, თუმცა რამდენიმე ცუდი მოგონება მაქვს. ასეთი მატჩები არის სწორედ ის, რაც ქომაგებს აღაფრთოვანებს და მღელვარებას იწვევს. იმედი მაქვს, დღევანდელი მატჩით ტიფოზები სიამოვნებას მიიღებენ.

„ვლაჰოვიჩი ? მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ეს ტუდორმა პრეს-კონფერენციაზეც აღნიშნა, ამიტომ მისი გამოჩენა სასტარტოში სრულიად ლოგიკურია. საბედნიეროდ, ამ სეზონში შეტევაში მწვრთნელს ბევრი ალტერნატივა აქვს, რაც ასეთ გრძელ და დამღლელ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეუძლია თუ არა ოპენდას იყოს ილდისის შემცვლელი ? კენანის შეცვლა ძალიან რთულია, რადგნა ის გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ოპენდას სხვა ფორვარდთან დუეტში თამაში შეუძლია და მან ეს წარსულში უკვე დაამტკიცა. მას სხვებისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

263 views
error: დაცული კონტენტი !