TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი იუვენტუსის რიგებში სპორტულ სექტორში გადაინაცვლებს

იუვენტუსის ლეგენდა ჯორჯო კიელინი დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში გუნდის გენერალური მენეჯერი გახდება.

ჯორჯო ტურინულ გრანდში 6 თვის წინ დაბრუნდა და ის ფინანსურ სექტორში მუშაობდა, Gazzetta dello Sport-ის ცნობით კი ის სავარაუდოდ კრისტიანო ჯუნტოლის გუნდს შეუერთდება და გუნდის ხელმძღვანელობასა და გასახდელს შორის ერთგვარი ხიდის როლს ითამაშებს.

იუვენტუსის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კიელინის გასახდელში ხშირი ყოფნა გუნდს ენთუზიაზმსა და მოტივაციას დაუბრუნებს.

error: დაცული კონტენტი !