კიელინი:“ სპალეტის კონტრაქტი ? ეჭვიც არ მეპარება, რომ ლუჩიანო გუნდში წლების განმავლობაში დარჩება“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„რამდენად რთულია ასეთ ამინდში თამაში ? თუ წვიმის ინტენსიობა შემცირდება, ეს უკეთესი იქნება, თუმცა არ ცივა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი მატჩი შესაძლოა ფურცელზე ყველაზე რთული არ იყოს, მაგრამ ჩვენ კონცენტრაციის მოდუნების უფლება არ გვაქვს. წინ ორი ურთულესი დაპირისპირება გველოდება და დღეს 3 ქულის მოპოვება როგორც მენტალურად, ასევე სატურნირო ცხრილის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.
„ცვლილება სპალეტის მოსვლის შემდეგ ? გუნდს მისი ხელი უკვე ეტყობა. ვფიქრობ, ბოლონიასთან გამარჯვება ბოლო კვირებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამან გუნდს საჭირო თავდაჯერებულობა დაუბრუნა. ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს, შემდეგ კი რომასთან მატჩი დაემატა.
„ლეჩესთან ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ და სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა ჩვენი სრული კონცენტრაცია კალიარისთან მატჩზე უნდა გადავიტანოთ.
„სატრანსფერო ფანჯარა ? თუ გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა იქნება, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ.
„სპალეტი ? ჩემთვის ლუჩიანოს იუვენტუსთან 6-თვიანი კონტრაქტი არ აკავშირებს, ჩემთვის სპალეტი გუნდში მინიმუმ რამდენიმე წელი დარჩება და ვფიქრობ, ამ თემაზე ეჭვი არავის ეპარება.
„სპალეტის უკვე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მისმა პროფესიონალიზმმა ყოვლეგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ის ნამდვილი გენიოსია, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ გუნდი ვითარდება, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
