TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ პირველი ადგილი ? ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა მომდევნო 90 წუთია“

ჯორჯო კიელინიმ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პირველი ადგილი გამარჯვების შემთხვევაში ? ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა მომდევნო 90 წუთია. ატალანტა დიდებული გუნდია, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ბერგამოელების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ.

„კოპმეინერსი სასტარტოში ? ტეუნი დიდებული ფეხბურთელია, მან ეს ატალანტაში უკვე დაამტკიცა. კოპმეიენრსს თავდაჯერებულობა სჭირდება და მწვრთნელის ნდობა მას ჩვეულ დონეზე დაბრუნებაში დაეხმარება. ლოკატელი და კოპმეინერსი ერთანეთს დასვენების საშუალებას აძლევენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვლაჰოვიჩი ? მის თაობაზე მედიაში არსებული ცნობები სრულიად უადგილოა. ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია და სეზონის ბოლომდე ეს არ შეიცვლება. მას სეზონის კარგი სტარტი აქვს და იმედია, კიდევ უფრო მოუმატებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

181 views
error: დაცული კონტენტი !