TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ კოლო მუანი ? ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი მატჩია“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„კოლო მუანი ? დამიენ კომოლიმ ამ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა. ვიცი, რომ ეს თემა აქტიურად განიხილება, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშნველოვანი დღევანდელი მატჩი და მისი შედეგია. წინ რთული მატჩი გველოდება და ფეხბურთელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

„სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები ? ჩვენ შევინარჩუნეთ გუნდის ბირთვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგორ ტუდორმა შესანიშნავად იმუშავა, ბევრი ცვლილება განახორციელა და ჩვენ ბედნიერები ვართ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო საათებში.

„ილდისი ? ის გამორჩეული ტალანტია, კენანი ნებისმიერ იუვენტუსში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

231 views
error: დაცული კონტენტი !