კიელინი:“ იუვენტუსში ახალი პასუხისმგებლობა მაქვს, სერია ბ-ში გუნდში დარჩენა მარტივი იყო…“
იუვენტუსის ლეგენდამ და დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ “The Excellent Leadership Podcast-ზე” საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ახალი თავი იუვენტუსში ? ჩემი დღევანდელი მოვალეობები ძალიან განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რასაც მე მოედანზე ვაკეთებდი. აქ ყველაფერს განსხვავებული რითმი აქვს, განსხვავებული პასუხისმგებლობა, წნეხი.
„ყველაზე რთული მეტოქე კარიერაში ? იბრაჰიმოვიჩი ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქე იყო. ის ჯერ ჩემი თანაგუნდელი გახლდათ, შემდეგ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშეთ. ახლა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
„სერია ბ-ში იუვესთან ერთად ? მე მაშინ 22 წლის ვიყავი, იუვენტუსში ახალი გადასული გახლდით. ეს იყო მომენტი, როდესაც მივხვდი, გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი წევრი უნდა გავმხდარიყავი და გარკვეული პასუხისმგებლობა ამეღო. მაშინ მე მისაბაძი მაგალითი ბევრი მყავდა: დელ პიერო, ბუფონი, ტრეზეგე, ნედვედი, კამორანეზი- ადამიანები, რომლებმაც გუნდი არ მიატოვეს და დარჩენა გადაწყვიტეს. მსოფლიო ჩემპიონები, რომლებსაც მსურველები მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებში ჰყავდათ, სერია ბ-ში თამაშს დათანხმდნენ. მათ ფონზე, ჩემთვის იუვენტუსში დარჩენა ძალიან მარტივი ნაბიჯი იყო.
„ბუფონი ? ის ნამდვილი ლიდერი იყო. ჯიჯი ყოველთვის პოულობდა სიტყვებს, რომლებიც გულზე მოგხვდებოდა და რომელთა მოსმენაც იმ კონკრეტულ მომენტში გჭირდებოდა.
„იუვენტუსი ? შენ გჭირდება მინიმუმ 6 თვე იმის გაანალიზებისთვის, თუ სად ხარ. არა იმიტომ, რომ იუვენტუსი საუკეთესოა, ეს უბრალოდ განსხვავებულია, შენ უნდა გააცნობიერო, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი და რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციები.
„კონტე და ალეგრი ? ჩემს კარიერაში 2 საუკეთესო მწვრთნელი, მე მათთან კარიერის დიდი ნაწილი გავატარე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
„კონტემ ჩემი საფეხბურთო ხედვა სრულიად შეცვალა, მან მე უფრო სრულყოფილ ფეხბურთელად მაქცია, ალეგრიმ კი მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა მოგვცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“