TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ იუვენტუსში ახალი ციკლი დაიწყო, მიხარია, რომ გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა შემძლია“

იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი ბიანკონერის სახელით ECA-ს ასამბლეას დაესწრო, შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.

„პირველი ოფიციალური ვიზიტი იუვენტუსის წარმომადგენლის ამპლუაში ? ჩემთვის ეს სულ ახალი სამყაროა, თუმცა აქ ძალიან ბევრი ნაცნობია, რაც საქმეს მიმარტივებს. აქ ყოფნის გამო ბედნიერი ვარ და ნელ-ნელა ახალ საქმეს ალღოს ვუღებ.

„იუვენტუსის ECA-ში დაბრუნება ? ეს ახალი სტარტია, გუნდს ახალი პროექტი და ახალი ციკლი აქვს და ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის წარმატებში ჩემი წვლილის შეტანა კვლავ შემიძლია.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ? ვფიქრობ, ახალი ფორმატი ძალიან საინტერესოა. საბოლოო დასკვნებს ტურნირის დასრულების ბოლო დღეებში გავაკეთებთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის მატჩებით კმაყოფილი ვარ.

„რამდენად მიადვილდება ახალი მოვალეობები ? მე ამ სამყაროში ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე, მაგრამ ახლა მე სხვა მხარეს ვარ და გუნდის დახმარებას არა მოედანზე, არამედ კულისებიდან ვცდილობ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო საქმეა.“