კიელინი:“ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება სავალდებულოა, სპალეტის მომავალი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ პაფოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„დღეს ჩვენ მეტი ხასიათი უნდა ვაჩვენოთ, ფიზიკური და მენტალური თვალსაზრისით უკეთესები უნდა ვიყოთ. დღევანდელი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტია, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ, ამ შეხვედრაში გამარჯვება სავალდებულოა და დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოლოდინებს გაამართლებენ.
„სპალეტის სიტყვები ? ლუჩიანოს სიტყვები 100 პროცენტით გამართლებულია. ის ფეხბურთელებისგან მეტს ითხოვს, რადგან იცის, რომ მათ ამის პოტენციალი აქვთ და რასაც ახლა აკეთებენ საკმარისი არ არის.
„ჟეგროვა ? ჩვენ ყველას გვაინტერესებს, რამდენად არის ედონი სასტარტო შემადგენლობისთვის. მისი ხარისხი აშკარაა, მაგრამ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ სათამაშო რითმში და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნება მარტივი არ არის.
„დარჩება თუ არა სპალეტი იუვეში ? ის დიდებული მწვრთნელია, ჩვენ სეზონის ბოლოს ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებას საერთო ინტერესის გათვალისწინებით მივიღებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
