კიელინი:“ პლე-ოფამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ“
ჯორჯო კიელინიმ ბენფიკასთან მატჩის წინ Prime Video-სთან ისაუბრა.
„სპალეტის კონტრაქტი ? ლუჩიანო ძალიან ემოციური ადამიანია, ის ყველას ეხუტება, ცდილობს ყველას აგრძნობინოს, რომ მნიშვნელოვანია, ის ამ გამორემოცვაში ყოფნითა და მუშაობით სიამოვნებას იღებს, ჩვენ მისი მუშაობით ბედნიერები ვართ. ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი დღევანდელი შეხვედრაა. კალიარისთან შეხვედრის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ დღეს ურთულესი მეტოქე გვყავს, წინ კარგი გამოცდა გველოდება და ამისთვის მზად ვართ.
„ბენფიკასთან არც თუ ისე კარგი რეკორდი გვაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს და გვინდა, მომდევნო ეტაპზე გასვლა გავინაღდოთ.
„სპალეტი მოურინიოს წინააღმდეგ ? ორი დიდებული მწვრთნელი, მათ ფეხბურთის ისტორია დაწერეს და ამ დუელის ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.
„ბრემერი ? მისი მოედანზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. გლეისონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მიხარია, რომ ის ნელ-ნელა ჩვეულ დონეს უბრუნდება.
„მირეტი ? მისთვის გასული ზაფხული მარტივი არ იყო, ტრავმებისა და სხვა პრობლემების გამო ფაბიოს რთული პერიოდის გამოვლა მოუწია, მაგრამ მირეტის ტალანტში ჩვენ ეჭვი არასოდეს შეგვპარვია. სპალეტის სისტემაში ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ფაბიოს თავისი ხარისხის და მახასიათებლების წარმოჩენის შესაძლებლობა აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
