კიელინი:“ ჩვენ კონკრეტული იდეები გვაქვს, იუვენტუსი ამბიციური იქნება“
იუვენტუსის საფეხბურთო სტრატეგიის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ Dazn-თან კომენტარი გააკეთა.
„რა არის იუვენტუსის ამბიციები ? ჩვენ რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ბოლო დღეებში ვნახე გუნდი, რომელიც ძალიან მოტივირებულია. ჩვენ ამერიკაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ეს უნიკალური ტურნირია, რომელიც პირველად იმართება და გვინდა, მაქსიმალურად კარგად ვიასპარეზოთ.
„ტრანსფერები ? ჩვენ ამ თემაზე ყოველდღიური კონსულტაცია გვაქვს. ჩვენ კონკრეტული იდეები გვაქვს, იუვენტუსი მომდევნო სეზონში ამბიციური და ძლიერი იქნება.
„ჩვენ ძალიან კარგი, დიდი პოტენციის მქონე შემადგენლობა გვყავს და გასულ სეზონში შექმნილი სირთულეებისგან მიღებული გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
„ტუდორი ? ის შესანიშნავი მწვრთნელია, ადამიანი, რომელმაც იუვენტუსი და მისი ღირებულებები კარგად იცის.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)