TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ BBC დიდი მეგობრობის ისტორიაა“

ჯორჯო კიელინიმ ლეგენდარული BBC-ს თაობაზე ისაუბრა.

„ბონუჩი, ბარძალი და კიელინის ტრიო ? BBC დიდი მეგობრობის ისტორიაა, ტრიო, რომელიც ინდივიდუალურ ფეხბურთელებს გაცდა. ჩვენ ერთმანეთს პირველივე წამიდან ძალიან კარგად გავუგეთ და რაღაც გამორჩეული შევქმენით.

„გვქონდა თუ არა ოდესმე გრძნობა, რომ დაუმარცხებლები ვიყავით ? დიახ, მეოთხედფინალური დაპირისპირება ბარსელონას წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იყო.“