TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ ახალი კონტრაქტი ვლაჰოვიჩს ? გამორიცხული არაფერია“

ჯორჯო კიელინიმ ვილიარეალთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსის იდენტობის აღდგენა ? ჩვენ ამ კუთხით ძლიერი საფუძველი უკვე ჩაყრილი გვაქვს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს და შეგვიძლია, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

„გასული სეზონის მიწურულს გუნდზე დიდი წნეხი იყო, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოდით და გუნდის ახალგაზრდული ასაკის ფონზე, მიზნის მიღწევა მარტივი არ იყო, თუმცა როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ტუდორმა შესანიშნავად იმუშავა და გუნდს საჭირო თავდაჯერებულობა დაუბრუნა.

„რა აკლია ამ იუვენტუსს, რომ გამარჯვების გზას დაუბრუნდეს ? ვფიქრობ, ძალიან ცოტა, თუმცა ჩვენ ბევრი მცირე დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. მე დღეს განსხვავებული იუვენტუსის მოლოდინში ვარ, ბიჭები მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა გავიდნენ და კიდევ ერთხელ დაგვანახონ, რომ ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ სცენაზე ბრძოლისთვის მზად არიან. ინტერთან გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ გუნდს აქვს ხასიათი და ხარისხი იმისთვის, რომ ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს.

„ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტი ? ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. დუშანი სეზონის სტარტიდან მოყოლებული ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, ის ძალიან მოტივირებულია. დუშანი იუვენტუსის ფეხბურთელია და მეტი სათქმელი არაფერია, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

165 views
error: დაცული კონტენტი !