TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მომდევნო საათებში იუვენტუსსა და ატალანტას შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის მომდევნო საათებში კიდევ ერთი შეხვედრაა მოსალოდნელი და მხარეები ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვას ეცდებიან.

ლა დეა ბოლო საათებში სელტიკის მატ ო’რაილის ტრანსფერზე გააქტიურდა და 23 წლის დანიელი ნახევარმცველის გაფორმება კოპმეინერსის იუვენტუსში ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქს აუნთებს.

იუვენტუსი ლა დეას კოპმეიენრსის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 55 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც სავარაუდოდ ლა დეას დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.