კესი იუვენტუსის სამიზნეთა სიაში რჩება
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და გუნდი შემადგენლობის გასაძლიერებლად არაერთი თავისუფალი აგენტის გაფორმებას განიხილავს.
ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ალ-აჰლის ნახევარმცველი ფრანკ კესი გახლავთ.
დამიენ კომოლი 29 წლის კოტ-დიუვარელს თავისი გამოცდილებისა და კლასის გამო ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
ალ-აჰლის კესის კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე შესთავაზა, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელი ევროპაში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს და კვლავ სერია ა-ში თამაშის წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
