კელის მიმართ ინტერესს ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის მცველის ლოიდ კელის ტრანსფერით რამდენიმე ინგლისური და თურქული გუნდი ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ამ მომენტისთვის ინგლისელის პრიორიტეტი ტურინში დარჩენაა.
თუ კელიმ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გუნდი დატოვა, იუვენტუსი ჩელსიდან რენატუ ვეიგას დაბრუნებას ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                