კელიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს
ლოიდ კელიმ შესაძლოა მომდევნო კვირებში იუვენტუსის რიგები დატოვოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისელს იუვენტუსში დარჩენა უნდა, თუმცა მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ და სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.
იუვენტუსი თავის მხრივ კელის ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრებს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
