კელი როგორც სპორტინგთან მატჩს, ასევე ტურინულ დერბისაც გამოტოვებს
ლოიდ კელის მოედანზე დაბრუნდება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.
ინგლისელმა ფეხბურთელმა კრემონეზესთან მატჩი მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა და ის გუნდს ვერც სპორტინგთან შეხვედრაში დაეხმარება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კელი სრული დატვირთვით ვარჯიშს კიდევ დაახლოებით 1 კვირა ვერ განაახლებს, ამიტომ ის გუნდს ვერც მოახლოებულ ტურინულ დერბიში დაეხმარება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
