კელი:“ სერია ა ტაქტიკის მხრივ სულ სხვა დონეზეა“
იუვენტუსის მცველმა ლოიდ კელიმ CBS-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სხვაობა პრემიერ ლიგასა და სერია ა-ს შორის ? ტაქტიკური თვალსაზრისით სხვაობა აშკარაა და როგორც მცველი, ამ განსხვავებას ძალიან კარგად ვხედავ. იტალიაში დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყველა დროის საუკეთესო მცველებს შორის უმეტესობა იტალიელია და ეს ძალიან კარგად იგრძნობა. პრემიერ ლიგა უფრო სწრაფი და ფიზიკურად მომთხოვნი ჩემპიონატია, თუმცა ტაქტიკური თვალსაზრისით სერია ა-ს ბადალი არ ჰყავს.
„ჩემი აქ მოსვლის პირველი დღიდან, ყველა მწვრთნელი ტაქტიკური განსწავლულობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ჩვენ თითოეულ მეტოქეს ზედმიწევნით კარგად ვსწავლობთ, ვაანალიზებთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და შესაბამისად ვემზადებით.
„ინტერი-იუვე ? ეს მატჩი როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე სტაფისთვის და ქომაგებისთვის გამორჩეული დაპირისპირებაა, ეს სერია ა-ს ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებაა, რომელიც უბრალოდ 3 ქულაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ახლა ორივე გუნდი უფრო უკეთეს ფორმაშია და ვფიქრობ, წინ ძალიან კარგი სანახაობა გველოდება.
„იუვენტუსი ? მე კარგად ვიცოდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის რიგებში გადმოვდიოდი. რა თქმა უნდა, ასეთ სერიოზულ გამოწვევასთან ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქ იუვენტუსის მაისურისთვის უნდა იცხოვრო და ისუნთქო, იყო ამბიციური და დაუღალავად იშრომო, მე ამისთვის მზად ვარ.
„მაკკენი ? მისი სტაბილურობა და ხარისხი, მისი მენტალიტეტი და შრომისმოყვარე ხასიათი გამორჩეულია. ის არის ფეხბურთელი, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს, მაკკენი ვარჯიშებზეც კი ისე იხარჯება, თითქოს ეს ნამდვილი მატჩი იყოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
