კელიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
იუვენტუსს ლაზარეთიდან ლოიდ კელი დაუბრუნდა და მომდევნო მატჩში გუნდის განკარგულებაში იქნება.
IlBianconero-ს ცნობით, კელის კუნთის ტრავმა აღარ აწუხებს, ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს და უდინეზესთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის იუვენტუსის განაცხადში მოხვდება.
მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის ტეუნ კოპმეინერსიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა ის უდინეზესთან მატჩის განაცხადში.

 
                 
                 
                