კელი:“ იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია“
იუვენტუსის მცველმა ლოიდ კელიმ La Stampa-სთან ისაუბრა.
„იუვენტუსი ? იუვე ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებს ერთად ვუმკლავდებით და ვრჩებით ერთიანები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარკვეული სირთულეები გვაქვს და ერთმანეთის გვერდში დგომა ყველაზე მეტად გვჭირდება.
„კალიარისთან მარცხი ? მატჩის შემდეგ თითოეული ჩვენგანი ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და მეტოქეს თამაშის მხრივ ვაჯობეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელობა მხოლოდ საბოლოო შედეგს აქვს და სამწუხაროდ, ჩვენ სასურველი ქულების მოპოვება ვერ შევძელით.
„ჩვენი ამბიციები ? იუვენტუსში თამაში და ამ მაისურის ტარება გავალდებულებს, რომ ამბიციური იყო და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლო. ამას გუნდის ისტორია და ტრადიციები ითხოვენ.
„სპალეტი ? მასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ლუჩიანოს ხედვა და გეგმები ძალიან მარტივად გავიზიარეთ და ვცდილობთ, მისი იდეები განვახორციელოთ, როგორც ტექნიკურ, ასევე მენტალურ ასპექტში.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
