TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კავილიას ვენეციაში ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დადასტურდება

ჰანს ნიკოლუსი კავილია კარიერას ვენეციას რიგებში გააგრძელებს.

იტალიელი ფეხბურთელი უკვე ვენეტოს რეგიონში იმყოფება, ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვენეციასთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ბიანკონერი იტალიელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში გარკვეული პროცენტი დაემატება.