TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: კავილია ვენეციას ფეხბურთელია

ვენეციამ იუვენტუსიდან ჰანს ნიკოლუსი კავილიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია, ის ბიანკონერის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, თუმცა ძირითად გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და იუვენტუსმა მისი საბოლოოდ გაყიდვა გადაწყვიტა.

იუვე კავილიას სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს, ასევე მისი მომავალში გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს მიიღებს.