კასანო:“ ტუდორის კრიტიკა უადგილოა, იუვენტუსის 8-9 სასტარტო ფეხბურთელი გუნდის დონეს ვერ აკმაყოფილებს“
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„გასულ კვირებში იგორ ტუდორის მიმართ კრიტიკა აქტიურად ისმოდა, რაც ვფიქრობ, სრულიად უადგილოა.
„მოტასგან განსხვავებით, ტუდორმა იუვენტუსს იდენტობა და ხასიათი დაუბრუნა, თუმცა პრობლემა არ ის, რომ გუნდი ცუდად არის დაკომპლექტებული, მათ ხარისხი არ აქვთ და აქ მწვრთნელის დანაშაული მინიმალურია.
„ვლაჰოვიჩი, თუ ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შემოდის, გოლი გააქვს, სასტარტოდან კი მისი ყურება შეუძლებელია. ოპენდა, ვისი გაფორმებაც იუვენტუსს 40 მილიონამდე უჯდება, კატასტროფა. კოპმეინერსი როგორც ყოველთვის, დევიდიც ანალოგიური.
„ბრემერის ტრავმა იუვენტუსისთვის უდიდესი დარტყმაა, რადგან დაცვის ხაზში ერთადერთი ხარისხიანი ფეხბურთელი სწორედ ის არის. იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობაში 11-დან 8-9 ფეხბურთელი გუნდის სტანდარტებსა და დონეს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა რატომღაც ამაში ყველა ტუდორს ადანაშაულებს.
„ამ გუნდის გაწვრთნა ისეთივე რთულია, როგორიც სარმანტინეზეს (მოყვარულთა გუნდი იტალიაში, ავტ.), იუვენტუსის რიგებში არიან ფეხბურთელები, რომელთა თამაშის ყურება უბრალოდ შეუძლებელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
