TuttoJuve

Juve per sempre sarà

კასანო:“ სპალეტი ნამდვილი გენიოსია, იუვე საშიში მეტოქე ხდება“

ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსის ფორმა შეაფასა.

„იცით, რამდენი მომენტი შექმნა იუვენტუსმა ბოლო 2 მატჩში ? 42. ტურინელებმა ორივე შეხვედრაში 7-0 გამარჯვება დაიმსახურეს.

„თქვენ იცით, რომ მე მირეტის ყოველთვის ვაკრიტიკებდი, მაგრამ როდესაც გუნდში უმაღლესი დონის მწვრთნელი მუშაობს, მირეტიც კი ძალიან კარგად თამაშობს.

„ლუჩიანო სპალეტი ნამდვილი გენიოსია, მან იუვენტუსი თავიდან ბოლომდე შეცვალა. მე იუვენტუსის მიმართ გარკვეული ეჭვები მქონდა, რადგან რთულად წარმოსადგენი იყო, რომ რომელიმე მწვრთნელი გუნდში არსებულ რთულ სიტუაციას ასე მარტივად შეცვლიდა, მაგრამ ლუჩიანომ ეს შეძლო და ახლა ტურინელები ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათო მეტოქეები არიან.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !