კასანო:“ კონსეისაუ კვარასთან ერთად სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია“
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ფრანცისკუ კონსეისაუს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„კონსეისაუ შესანიშნავი, უნიჭიერესი ფეხბურთელია, რაც მან ინტერის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დიმარკო და ბასტონი მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
„როგორც იქნა, სერია ა-ს ჰყავს მეორე ტალანტი კვარას შემდეგ, ვისაც ერთი-ერთზე თამაში და კაცის მოტყუების მცდელობა არ აშინებს.