TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ იუვენტუსს სხვა სტილის ფორვარდი სჭირდება“

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, დუშან ვლაჰოვიჩი ტიაგო მოტას სქემაში თავს საუკეთესოდ ვერ წარმოაჩენს.

„ვლაჰოვიჩს მოტას გუნდში 20 გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ იუვენტუსს სხვა სტილის ცხრიანი სჭირდება, ფეხბურთელი, ვისაც ბურთთან ერთად უკეთ მოძრაობა შეუძლია, ტევესის ან ვუჩინიჩის მსგავსი ფორვარდი.

„ვლაჰოვიჩი დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგია, თუმცა როდესაც მას ბურთთან რამდენიმე შეხება უწევს, ის ისეთი სახიფათო აღარ არის.“