TuttoJuve

Juve per sempre sarà

კასანო:“ იუვენტუსმა სპალეტის კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა გაუხანგრძლივოს“

ანტონიო კასანოს აზრით, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ახალი ხელშეკრულების გაფორმება სპალეტის მშვიდად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

„რაც დრო გადის, იუვენტუსს სპალეტის ხელი სულ უფრო მეტად ეტყობა. პირველ რიგში ეს გუნდის მენტალობასა და მოტივაციაზე აისახება, თუ აქამდე გუნდი მოედანზე პასიური და შეშინებული იყო, ახლა იუვენტუსი საგრძნობლად კარგად გამოიყურება და ეტყობა, რომ ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

„არ ვიცი, რატომ დათანხმდა სპალეტის დონისა და სტატუსის მქონე მწვრთნელი 8-თვიან კონტრაქტს, მაგრამ კომოლიმ მის ხელშეკრულებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !