TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ იუვენტუსმა მოტა აუცილებლად უნდა გაუშვას“

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, იუვენტუსმა სეზონის ბოლოს ტიაგო მოტა უნდა გაუშვას.

„ვფიქრობ, ტიაგო მოტამ სეზონის ბოლოს იუვენტუსი უნდა დატოვოს და მე აზრს იმ შემთხვევაშიც არ შევიცვლი, თუ გუნდი სკუდეტოს მოიგებს, რადგან ეს გასულ თვეებში ნაჩვენებ კატასტროფულ თამაშსა და შედეგებს ხაზს ვერ გადაუსვამს.

„სუპერ თასი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, იუვენტუსმა სამივე ტურნირი უსახური თამაშის ფონზე დატოვა. გასულ თვეებში ტრანსფერებზე უამრავი ფული დახარჯა და მოტას გაცილებით მეტი მოეთხოვება.

„ფეხბურთელების უმეტესობას არ ესმის, თუ რას ითხოვს მისგან მწვრთნელი, გუნდს არ აქვს იდეები, არანაირი პროგრესი. ჭიკა არა მხოლოდ ნახევრად ცარიელი, არამედ სრულიად ცარიელია, გუნდს არანაირი პოზიტივი არ აქვს.

„გაუგონარია, თუ რატომ ზის სკამზე ტურამი, როდესაც ის აშკარად იუვენტუსის საუკეთესო ფეხბურთელია, გაუგებარია მისი ცვლილებები, სასტარტო შემადგენლობები. ბოლონიას შემდეგ მოტასგან გაცილებით მეტს ველოდებოდი.“

error: დაცული კონტენტი !