კასანო:“ იუვე სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ტუდორის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ მომდევნო სეზონში იუვენტუსის ამბიციებზე ისაუბრა.
„იუვენტუსმა იგორ ტუდორთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იგორმა გუნდი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, რაც მარტივი არ არის.
„ვფიქრობ, იუვენტუსი მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის მებრძოლი ერთ-ერთი გუნდი იქნება. ნაპოლი ფავორიტია, თუმცა ბიანკონერი მათ დიდ პრობლემებს შეუქმნის.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)