კაპრილე დი გრეგორიოს ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელია
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად შეუდგა.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდის პრიორიტეტი ატალანტას მარკო კარნეზეკია, მაგრამ მის მიმართ არსებული დიდი ინტერესისა და მაღალი ფასის ფონზე, ბიანკონერი ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი კალიარის კარის დარაჯი ელია კაპრილეა. 24 წლის იტალიელის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 15-20 მილიონად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
