TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვეს შანსები შეაფასა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვეს შანსები შეაფასა.

„იუვენტუსმა ახლახანს დაცვის ხაზის უმნიშვნელოვანესი წევრი ბრემერი დაკარგა, მისი სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელია. გუნდს ამ მომენტისთვის არ ჰყავს ვლაჰოვიჩის ალტერნატივა, რადგან მილიკი კვლავ ტრავმირებულია.

„უნდა აღინიშნოს კოპმეიენრსის ტრავმაც, მოტეხილი ნეკნით თამაში ძალიან რთულია და ჯერ არ ვიცით, როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

„იუვენტუსი ამ მომენტისთვის ვერ გაძლევს თავდაჯერებულობას, როგორც ამას ინტერი და შესაძლოა ნაპოლი აკეთებენ.“