კაპელო:“ მხოლოდ ტუდორის გაშვება იუვენტუსის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, სპალეტი ?…“
ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსიდან იგორ ტუდორის წასვლა შეაფასა.
„იუვენტუსიდან იგორ ტუდორის წასვლა მოსალოდნელი იყო, რადგან გუნდს ძალიან ცუდი შედეგები აქვს, მაგრამ ბიანკონერის ყველა პრობლემის ტუდორზე გადაბრალება სწორი არ იქნება.
„პრობლემები ზაფხულში დაიწყო, როდესაც იუვენტუსი ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებდა და ტუდორი მხოლოდ მას შემდეგ დარჩა, როდესაც გუნდმა პრიორიტეტული სამიზნეები ვერ გაიფორმა. ასეთ ნახევრად ნდობა მწვრთნელს საქმეს ძალიან ურთულებს, ფეხბურთელები ამ ყველაფერს ხედავენ და მწვრთნელის იდეებს ნაკლებად სერიოზულად ეკდიებიან.
„უნდა ითქვას ისიც, რომ ტუდორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სულ სხვა ნაბიჯებს ითხოვდა. იგორმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი წასვლა გუნდში ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„სპალეტი ? მას აქვს ქარიზმა და იტალიის ნაკრების დატოვების შემდეგ არის მოტივირებული. ვფიქრობ, ის იუვენტუსისთვის იქნება სწორი მწვრთნელი სწორ დროს. იუვენტუსის დონის გუნდთან ერთად ლუჩიანოს თავისი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცემა, მას შეუძლია, იუვე ლიდერებს შორის დააბრუნოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                