კაპელო:“ სპალეტის შენარჩუნება სწორი ნაბიჯია, იუვენტუსს კომოს გადასწრება გაუჭირდება“
ფაბიო კაპელომ სასუოლოსთან მატჩი შეაფასა და სატურნირო ცხრილში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„სასუოლოსთან მატჩი ? პირველ რიგში, მინდა ილდისის შესახებ ვისაუბრო. დიახ, მან გოლი გაიტანა, თუმცა კენანს ჩვეული სტაბილურობა და თამაშში ჩართულობა აკლდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. იუვენტუსი უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, კონსეისაუს კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ვლაჰოვიჩი და მილიკი ? მათი დაბრუნება ძალიან დიდი პოზიტივია. აშკრაა, რომ სპალეტი დევიდსა და ოპენდას არ ენდობა, მაგრამ მილიკსა და ვლაჰოვიჩს ბევრი გაუცდათ და ფორმის დასაბრუნებლად დრო დასჭირდებათ.
„სპალეტის შენარჩუნება ? ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მართალია გუნდს შედეგების მხრივ სტაბილურობის შენარჩუნება უჭირს, მაგრამ იუვენტუსის პროგრესი სახეზეა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სწორი გადაწყვეტილებაა.
„ჩემპიონთა ლიგა ? იუვენტუსს კომოსთან კონკურენცია გაუჭირდება, რაც ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეამცირებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
