კაპელო:“ მოტას გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო…“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ტეორიულად, სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მწვრთნელის გაშვება მაშინ, როდესაც ოთხეულამდე ერთი ქულა გაშორებს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებაა, თუმცა ამჯერად მოტას გაშვება ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.
„იგრძნობოდა, რომ ტიაგოსთან მუშაობა აღარავის სურდა, ფეხბურთელები, გუნდის ხელმძღვანელობა და ქომაგები, ასეთ დროს კი გასახდელს უნდა მოუსმინო და შესაბამისად იმოქმედო.
„ტუდორმა ძალიან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, რადგან მას რთული პერიოდი ელოდება. იგორმა კარგად იცის, რომ მას ოთხეულს მიღმა დარჩენას არ აპატიებენ იმის მიუხედავად, რომ მან გუნდი ახლახანს ჩაიბარა. იგორს გამოკვეთილი იდეები აქვს, მას წარსულში სირთულეებში მყოფი გუნდი არაერთხელ ჩაუბარებია და იმედი მაქვს, ამ გამოწვევას თავს გაართმევს.
„ტუდორს ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ამისთვის ყველამ გასახდელში გულახდილად უნდა ისაუბროს და გამოწვევებს ერთად შეეჭიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იუვენტუსს ძალიან გაუჭირდება.“