კაპელო:“ იუვენტუსს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია“
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით, იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.
„ლუჩიანო სპალეტიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშ დააბრუნა და ეს გააკეთა ძალიან კარგი შედეგებით, რაც მისი იუვენტუსში მისვლის მომენტში გარანტირებული სულაც არ იყო.
„რა თქმა უნდა, ჯერ ხანგრძლივ ამბიციებზე საუბარი ადრეა, სპალეტის გუნდთან მუშაობისთვის საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ პროგრესი აშკარაა და ვფიქრობ, იუვენტუსს აქვს ყველაფერი, ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
„იუვენტუსის მთავარი იარაღი ? გუნდს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით ილდისი, კონსეისაუ და ჟეგროვა, იტალიაში ასეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელების განეიტრალება უჭირთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
