კაპელო:“ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა“
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით, იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.
„ვფიქრობ, ბოლონიასთან და რომასთან მატჩებმა დაგვანახეს, რომ იუვენტუსს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. სპალეტის გუნდმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, არამედ იუვენტუსმა თავისი პოტენციალი დაამტკიცა და რთულ მეტოქეებთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
„ახლა იუვენტუსს მეტოქეებთან შედარებით მარტივი კალენდარი აქვს და ლიდერებთან არსებული მცირე ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
