TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვენტუსს გუნდში ძალიან დიდი ხარისხი აქვს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – რომას მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ვნახეთ ორი გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ზედმეტად უფრთხოდნენ და რისკზე წასვლას მაქსიმალურად ერიდებოდნენ.

„იუვენტუსი პირველ ტაიმში ექსპერიმენტალური იყო, მეორე ნახევარში კი ტიაგო მოტამ ახალი ფეხბურთელები ჩართო და გამოჩნდა, რომ ბიანკონერის რიგებში ძალიან დიდი ხარისხია, მათ მეტი აგრესია, მონდომება გვაჩვენეს.“