კაპელო:“ იუვენტუსმა მილანთან ილდისისა და კონსეისაუს ხარისხი უნდა გამოიყენოს…“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იუვენტუსი – მილანის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„როგორ შეუძლია იუვენტუსს მილანის დაცვას პრობლემები შეუქმნას ? ტურინელებმა კონსეისაუსა და ილდისის ხარისხი და სისწრაფე უნდა გამოიყენონ. თურქი ტექნიკურად უფრო ძლიერია და ერთი-ერთზე ნებისმიერის მოტყუება შეუძლია, კონსეისაუ კი უფრო სწრაფია და სივრცეების გამოყენება შესანიშნავად შეუძლია.
„ნუ დაგავიწყდებათ, მილანს ესტუპინანის არყოფნის გამო ბარტესაგის ძირითადში დაყენება მოუწევს, ის გამოუცდელია და იუვენტუსი ამას აუცილებლად გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ტუდორმა შეტევები ძირითადად მისი ფლანგიდან უნდა წარმართოს.
„ვინ ითამაშებს ცხრიანზე იუვენტუსის რიგებში ? ვფიქრობ, დევიდმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, ის ჯერ ადაპტაციის პროცესშია, ამიტომ მე ფსონს ვლაჰოვიჩზე გავაკეთებდი. ის საჯარიმოში გაცილებით უფრო სახიფათოა, თუმცა ისიც მემის, თუ ტუდორი აქცენტს დევიდსა და ოპენდაზე გააკეთებს. რადგან დუშანი ამ სეზონში უკეთესი სათადარიგოთა სკამიდან არის.
„ნახევარდაცვა ? აქ მილანს საქმე უკეთესად აქვს. მოდრიჩმა და რაბიომ გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს, ტურინელებს კი ნახევარდაცვაში ბალანსი აკლიათ და თუ ტურამი დღევანდელი მატჩისთვის მზად არ იქნება, ეს იუვეს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუვენტუსს სტანდარტულებიდან ყოველთვის პრობლემა ექმნება და მოდრიჩი ამის გამოყენებას ეცდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
