TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ იუვენტუსი ძალიან ნელია და მომენტების შექმნა უჭირს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ შტუტგარტთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იტალიური გუნდები ზედმეტად ნელები არიან. გვიჭირს თამაში გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც თამაშობენ პრესინგს და ინტენსიურ ფეხბურთს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ტექნიკურად უმაღლეს დონეზე არ არიან.

„მხოლოდ ბურთის ფლობა არაფერს მოგცემს, თუ შენ მეტი სისწრაფე და ტექნიკურობა არ გამოიყენე. იუვენტუსს ამ შეხვედრაში არაფერი შეუქმნია, იყო ძალიან პასიური და გერმანულ გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ვერაფერი დაუპირისპირა.“