TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იუვე ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Corriere della Sera-სთან მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ამბიციებზე ისაუბრა.

„იუვენტუსმა ბრემერისა და გატის დაბრუნებით დაცვაში სოლიდურობა აღადგინა. გუნდს უკვე ჰქონდა ძალიან კარგი და ძლიერი საფუძველი, დევიდის, ჟეგროვასა და ოპენდას გაფორმებით კი მათი შეტევითი პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა.

„იუვენტუსი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ტუდორს კი გასული სეზონის მიწურულს და მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის გაცნობისთვის მეტი დრო ჰქონდა და ახლა შემადგენლობის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის.

„აღსანიშნავია ვლაჰოვიჩის ფაქტორი, მას უნდა, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს და სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, მისგან უფრო მეტს ველოდები.

„სკუდეტო ? ვფიქრობ, ნაპოლი გამოკვეთილი ფავორიტია, შემდეგ კი ჩემი აზრით იუვენტუსი და ინტერი ერთ დონეზე არიან.

„ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენა იტალიური გუნდებიდან ? იმედი მაქვს, იუვენტუსს ევროპაში ძალიან კარგი და წარმატებული სეზონი ექნება.

„იუვე-ინტერი ? ეს ინტერისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ პსჟ-სთან გამანადგურებელი მარცხი უკან მოიტოვეს და ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან. ბიანკონერიმ კი თავის მხრივ უნდა დაამტკიცოს, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

190 views
error: დაცული კონტენტი !