TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ ეს ჯერ რეალური იუვენტუსი არ არის“

ფაბიო კაპელომ Gazzetta dello Sport-თან იუვენტუსი – რომას მატჩი შეაფასა.

„სავსებით ნორმალურია, რომ იუვენტუსი ჯერჯერობით თავისი პოტენციალის მაქსიმუმს ვერ იყენებს. გუშინდელ მატჩში ბიანკონერი საკმაოდ ნელი იყო და ბურთს ხშირად რომას უთმობდა, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გუნდი ჯერ ექსპერიმენტალურია. მეორე ტაიმში, როდესაც ტიაგომ მატჩში ახალი ფეხბურთელები ჩართო, ვნახეთ, რომ იუვენტუსს ძალიან დიდი ხარისხი და პოტენციალი აქვს.

„ვლაჰოვიჩი ? როდესაც გუნდი შეთამაშდება და ახალი ფეხბურთელების ადაპტაცია დასრულდება, დუშანს გოლების გატანის ბევრი შანსი მიეცემა.

„არის თუ არა ეს იუვე ანტი-ინტერი ? ჯერ ამის თქმა ადრეა, თუმცა ფაქტია, რომ იუვენტუსი მეტოქეებს ბევრი მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევს და არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც 3 ტურში არც ერთი გოლი არ გაუშვა, ეს კი იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.“